ნაცისტი პანკი ეს უფრო ანომალიაა ვიდრე ნორმა, პანკ კულტურა თავის-თავად უარყოფს ყველანაირ რასობრივ, რელიგიურ ან სქესობრივ სეგრეგაციას თუმცა ნაცისტი პანკები არსებობენ და ეს რეალობაა.
მათი ისტორია 1978 წლიდან იწყება როცა ინგლისში ძალიან გაძლიერდა ბრიტანეტის ნაციონალური ფრონტი, სწორედ მისი ერთ-ერთი ქვე განყოფილება იყო პატარა დაჯგუფება სახელად "Punk Front" თუმცა ამ დაჯგუფებამ 1 წელიც ვერ გაძლო მიუხედავად ამისა შეიქმნა რამდენიმე white power punk ჯგუფი. თუმცა ნაცისტური მუსიკის ლიდერები მაინც white power skinhead დაჯგუფების ლიდერები გახდნენ. შეიძლება ითქვას რომ არშემდგარი ნაცისტი პანკები 80 იანი წლებიდან ამერიკაში აღსდგნენ, მაგრამ ეს არ იყო რეალური პანკ დაჯგუფება პანკ მუსიკით რადგან ისინი დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ დანარჩენი პანკებისგან რომლებიც სამკვდრო სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ნეო ნაცისტურ დაჯგუფებებს და რა თქმა უნდა ვერ აიტანდნენ თავიანთ რიგებში ნაციონალისტურად განწყობილ პირებს. ნაცისტური პანკ მოძრაობა ფაქტიურად ნს სკინების (ნაციონალ სოციალისტი სკინები) მოძრაობის ნაწილი გახდა, ხოლო მათუ მუსიკა უფრო ჰარდკორისკენ გადაიხარა და დღეს ძნელად თუ მოძებნით რეალურ ნაცისტურ პანკ ჯგუფებს.
მუსიკალურად მხოლოდ ლირიკა თუ განასხვავებს ნაცისტურ პანკ ჯგუფებს სხვა პანკ ჯგუფებისგან, ასე გამოიყურება პირველი ნაცისტური ჯგუფების სია: The Dentists, Homicide, The Ventz and The Raw Boys.
